ტონი სკეფინგტონი გარდაიცვალა. 51 წლის ავსტრალიელი ბოლო სურვილის ასრულებას ვერ მოესწრო. სკეფინგტონი “ლესტერ სიტის” გულშემატკივარი გახლდათ, ის ბოლო პერიოდში კიბოს დაავადებას ებრძოდა. ერთი თვის წინ ტონი ამბობდა:
“მინდა სიცოცხლის გაგრძელება იმიტომ, რომ ვუყურო “ლესტერის” ჩემპიონობას”. – თუმცა, მისდა საუბედუროდ ტონის თავისი საყვარელი გუნდის უდიდესი წარმატების ხილვა არ დასცალდა.
როგორც მისმა მეუღლემ განაცხადა, სკეფინგტონი ბედნიერი გარდაიცვალა:
“ტონი ბედნიერი მოკვდა. მისი ბოლო თამაში “ვესტ ჰემთან” გამოდგა და მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებების გამო ბევრი ინერვიულა. ხოლო, როდესაც ვარდიმ გოლი გაიტანა, ფეხზე თავისით წამოდგა”, - თქვა მან.






