"ბასტიამ" მთავარ მწვრთნელ ფრანსუა სიკოლინის, მის ასისტენტებს ბენუა ტავენოს და ერვე სეკლის კონტრაქტები 2018 წლის ივლისამდე გაუხანგრძლივა. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ფრანსუა ფრანგულ გუნდში ასისტენტად მუშაობდა და იანვარში გისლენა პრენტანას გაშვების შემდეგ დააწინაურეს. მისი ხელმძღვანელობით "ბასტიამ" 12 მატჩი ჩაატარა, აქედან 5 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, ხოლო 4 შეხვედრაში დამარცხდა.
ლიგა 1-ის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, გუნდი 43 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფება და გასავარდ ზონაში მყოფ "აიაჩოს" 9 ქულით უსწრებს.





