ფეხბურთი

16:34 | 25.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

SBM LEAGUE 2015/16: სუპერლიგის პლეიო ოფები საინტერესოდ დაიწყო

24 აპრილს ახალმა სპორტის სასახლემ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლა სადაც ყველაზე საინტერესო სუპერლიგის ¼ ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები იყო და მოლოდინისამებრ გუშინდელმა დაპირისპირებებმა სრულად გაამართლა გულშემატკვრის მოლოდინი.

სუპერლიგა A-ს პლეიოფი ნატახტარისა და ვეტერანების დაპირისპირებით დაიწყო. რომელიც ნატახტარის გამარჯვებით 5-4 დასრულდა და სერიაშიც სწორედ ისინი დაწინაურდნენ. მინიმალური სხვაობით შეძლო გამარჯვების მოპოვება მოქმედმა ჩემპიონმა პსპ-მ რომელმაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდს სძლია 2-1. ფავორიტის სტატუსი სრულად გაამართლა მფკ ტატიშვილმა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდი დაამარცხა უშანსოდ 5-1. მოულოდნელად დიდი ანგარიშით იმარჯვა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც ევექსი-ჯვაროსნებს აჯობა 6-1.

24.04.2016. სუპერლიგა A. 1/4 ფინალი (I)

სკ პსპ - სდსს 2-1

მფკ ტატიშვილი - FC TTC 5-1

მფკ ნატახტარი - ვეტერანები 5-4

სკ ევექსი ჯვაროსნები - შსს 1-6

არანაკლებ დაძაბულად წარიმართა პლეიოფის შეხვედრები სუპერლიგა B-ს გათამაშებაში. სენსაციურად დაასრულდა რეგულარული სეზონის გამარჯვებულის, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და უნიკრედიტის გუნდები დაპირისპირება. ძირითად დროში დაფიქსირებული საყაიმო ანგარიშის შემდეგ - 2-2, 7 მეტრიანების სერია უკეთ უნიკრედიტის ფეხბურთელებმა შეასრულეს და სერიაშიც ისინი დაწინაურდნენ. დამარცხდა კიდევ ერთი ფავორიტი, ვივუსი რომელმაც კასპის „გენერალთან“ დათმო საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში 2-3. დამაჯერებელი გამარჯვებები მოიპოვეს ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურამ და ევროკრედიტმა. ამ უკანასკნელმა საქართველოს უნივერსიტეტს აჯობა 3-0, ხოლო ჭიათურლებმა იმერულ დერბიში ზესტაფონის „ფეროს“ სძლიეს 5-1.

შეგახსენებთ, რომ პლეიოფები ორ მოგებამდე გრძელდება.

24.04.2016. სუპერლიგა B. 1/4 ფინალი (I)

CFCP – UNICREDIT.GE 2-2 პენ. 1-3

სკ ფერო (ზეს) - GM ჭიათურა 1-5

VIVUS.GE - მფკ გენერალი (კასპი) 2-3

UG – ევროკრედიტი 0-3

კვირას გაიმართა ასევე ბრინჯაოს ლიგის მეოთხე ტურის ორი შეხვედრაც. თიბისი ბანკმა ეროვნული ბანკი გაანადგურა 8-1, ხოლო ევროპებეთმა შემოსავლების სამსახურის გუნდის დამარცხება შეძლო მინიმალური სხვაობით, 1-0.

24.04.2016. ბრინჯაოს ლიგა. IV ტური

თიბისი ბანკი - ეროვნული ბანკი 8-1

შემოსავლების სამსახური - ევროპაბეთი 0-1

გუშინვე გაიმართა ასევე ოქროს ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის ერთი დაპირისპირებაც. საპატრულო პოლიციის გუნდმა კრედოს მოუგო 6-2.

24.04.2016. ოქროს ლიგა. 1/4 ფინალი (I)

პატრული - კრედო 6-2

დღეს გაიმართება ოქროს ლიგის დარჩენილი ორი 1/4 ფინალური შეხვედრაც. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდი საქართველოს ფოსტას დაუპირისპირდება, ხოლო რეგულარული სეზონის გამარჯვებული ნატახტარი ვესტ ინვესტთან ითამაშებს.

25.04.2016. ოქროს ლიგა. 1/4 ფინალი (I)

21:00 TTC - საქ. ფოსტა

22:00 ნატახტარი - ვესტ ინვესტი

24.04.2016. ბავშვთა ლიგა. II ტური

ბაქსვუდი - 51 სკოლა 3-8

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „იმედი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, “foodpanda”, “წყალი მარგებელი“, Apple City, ვერცხლის ნაკეთობები „შემოინახე მემკვიდრეობა“ .

მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge და გაზეთი „ლელო”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

თეგებიSBM LEAGUE
0.098959