პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ინგლისის ჩემპიონატის 35-ე ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა. საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის ყველაზე მეტი წარმომადგენელი "საუთჰემპტონს" ჰყავს.
რონალდ კუმანის გუნდიდან ფრასერ ფორსტერი, სედრიკ სუარეში, რიან ბერტრანდი და დუშან ტადიჩი გამოარჩიეს. სამი წარმომადგენელი ჰყავს "ლესტერს". ჯეიმი ვარდის არყოფნის დროს ლეონარდო ულოამ "სუონსისთან" გაიბრწყინა და დუბლი შეასრულა. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა რიად მაჰრეზმა უელსელებთან ანგარიში მე-10 წუთზე გახსნა, ხოლო კრისტიან ფუქსმა დაცვაში საიმედოდ ითამაშა და შეტევებშიც აქტიური იყო.
მეექვსე ტურის შემდეგ ედენ აზარი სიმბოლურში მეორედ მოხვდა. ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში გოლი პირველად გაიტანა. საუკეთესო გუნდში ადგილი კრეიგ დოუსონსაც ერგო. "ვესტ ბრომვიჩის" მცველი "ტოტენჰემთან" (1:1) მატჩში იმდენად აქტიური გახლდათ, რომ ჯერ ავტოგოლი მიითვალა, შემდეგ კი თავადვე გაათანაბრა და "სპურსს" საჩემპიონო შანსები კიდევ უფრო შეუმცირა.
პრემიერლიგის 35-ე ტურის სიმბოლური შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარე: ფრასერ ფორსტერი ("საუთჰემპტონი")
მცველები: სედრიკ სუარეში ("საუთჰემპტონი"), კრეიგ დოუსონი ("ვესტ ბრომვიჩი"), რიან ბერტრანდი ("საუთჰემპტონი"), კრისტიან ფუქსი ("ლესტერი")
ნახევარმცველები: დუშან ტადიჩი ("საუთჰემპტონი"), ეშლი უესტვუდი ("ვესტ ჰემი"), რიად მაჰრეზი ("ლესტერი"), ედენ აზარი ("ჩელსი")
თავდამსხმელები: კელეჩი იჰეანაჩო ("მანჩესტერ სიტი"), ლეონარდო ულოა ("ლესტერი")









