კალათბურთი

15:18 | 27.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბათუმმა“ მატჩის ბედი მესამე მეოთხედში გადაწყვიტა

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 25-ე ეროვნული ჩემპიონატის რეგულარული პირველობის გუშინ რუსთავში დაწყებული ბოლო 28-ე ტური, დღეს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გაგრძელდა.

პარკეტზე პირველები „სოხუმი“ და „ბათუმი“ გავიდნენ, რომლებსაც პლეი ოფში თამაში განაღდებული აქვთ. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე პირველი მეოთხედი „სოხუმის“ გამარჯვებით დასრულდა - 24:23. „სოხუმმა“ მოპოვებული უპირატესობა მეორე მეოთხედშიც შეინარჩუნა და დიდ შესვენებაზე 5-ქულიანი უპირატესობით გავიდა - 46:41. მესამე მეოთხედში „სოხუმი“ მოეშვა. ამით ისარგებლეს სტუმრებმა, თამაშში გარდატეხა შეიტანეს, დროის ეს მონაკვეთი დიდი ანგარიშით 26:12 მოიგეს და ახლა უკვე ლიდერის პოზიციაში აღმოჩნდნენ. ბოლო მეოთხედში „ბათუმმა“ შეძლო მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება და 92:83 დაამარცხა მეტოქე.

ამ შეხვედრაში ყველაზე კარგი შედეგი „ბათუმის“ უკანახაზელმა ნიკა რამიშვილმა აჩვენა, რომელმაც 17 ქულა, 4 მოხსნა და 6 პასი დააგროვა. 14 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი რამიშვილის თანაგუნდელმა აკაკი დვალიშვილმა შეასრულა. მასპინძელთა შორის 16 ქულით, 7 მოხსნითა და ამდენივე პასით ყველაზე კარგი შედეგი უკანახაზელმა დიმიტრი დვალიშვილმა აჩვენა.

სოხუმელთა შორის ტრავმის გამო არ თამაშობდა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ჯგერენაია, ავადმყოფობის გამო ვერ ითამაშა სერგო ათუაშვილმა, ხოლო ფაცაციას გუნდის ხელმძღვანელობამ დასვენების საშუალება მისცა.

ამჟამად მიმდინარეობს „აკადემია-„მგზავრები-არმიას“ შეხვედრა.

სოხუმი - ბათუმი 83:92 (24:23, 22:18, 12:26, 25:25)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.169261