ავტოსპორტი

18:47 | 28.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონს სურს, რომ როსივით წარმატებული იყოს

ლუის ჰამილტონს იმედი აქვს, რომ ვალენტინო როსის მსგავსად წარმატებული იქნება, როცა ფორმულა 1-დან წასვლას გადაწყვეტს. ამასთან, ის უკვე ფიქრობს, რომ ამ კონტრაქტის შემდეგ, კიდევ ერთ, სამ-ოთხ წლიანს გააფორმებს და ეს იქნება ფ1-ში მისი ბოლო კონტრაქტი. როსი მოტორ GP-ს სერიაში ყველაზე ხნიერი მრბოლია, თუმცა ეს მის გამოსვლებს სულაც არ ეტყობა, რის დასტურადაც, ლეგენდარულმა იტალიელმა, ახლახანს ხერესის რბოლა პოულიდან მოიგო.

„ვალენტინო ერთ-ერთი ყველაზე ხნიერი მრბოლია, მაგრამ კვლავაც აქვს იმის უნარი, რომ მწვერვალზე იყოს. და მე იმედი მაქვს, რომ ასეთივე ფორმაში ვიქნები, როცა კარიერის დასასრული მოახლოვდება“, - ხერესის მოტო GP-ს რბოლის წინ განაცხადა ბრიტანელმა.

მას ჯერ არაფერი ეტყობა იმისა, რომ ფორმულა 1-სგან გადაღლილია. მაგრამ კარიერის დასრულებაზე უკვე ფიქრობს. კითხვაზე, ფიქრობს თუ არა ფ1-დან წასვლაზე, ის პასუხობს: „ვფიქრობ. ამ ეტაპზე, სამწლიანი კონტრაქტი მაქვს და ვიმედოვნებ, ამის შემდეგ კიდევ ერთს, სამ-ოთხწლიანს გავაფორმებ“. ამასთან დასძენს, რომ ძალიან ძნელია წახვიდე, როცა საუკეთესო ფორმაში იმყოფები - მეტი წარმატება, წასვლის ნაცვლად, დარჩენას გაფიქრებინებს. და პრობლემა სწორედ ესაა.

„ჩვენ ყველას სიხარბე გვძლევს, ყოველთვის მეტი გვინდა. როცა ჩემპიონი ხდები, გრძნობ, რომ კიდევ შეგიძლია. იცი, რომ შემდეგი სეზონიც მსგავსი იქნება. ჰოდა, ამ დროს წასვლაზე არც ფიქრობ. სხვას ადგილს არ უთმობ. დარჩენა და გამარჯვება გინდა. ჰოდა ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან ძნელად მისაღებია. და მე ვფიქრობ, რომ ჯერ არ ვარ მომწიფებული იმისათვის, რომ წავიდე, თავი დავანებო იმას, რაც ხუთი წლის ასაკიდან მიყვარს. დრო მეტყვის ყველაფერს“.

ამასთან, ჰამილტონი ამბობს, რომ როცა კარიერას დაასრულებს, ფორმულა 1-ში სხვა როლით არ დარჩება. თუმცა ისიც დაამატა, რომ იქნება ცდუნება, სხვა კატეგორიის რბოლებში გადავიდეს. მაგრამ როცა ჩაფხუტს ლურსმანზე დაჰკიდებს, სარბოლო არენასა აღარ დაუბრუნდება.

„ვფიქრობ, ნებისმიერი ათლეტის მიზანი, საუკეთესო ფორმაში წასვლაა. მაგრამ ძნელი სათქმელია. ეს თამაშივითაა. ვერასდროს იტყვი, როდის დატოვებ სათამაშო მაგიდას. როცა მწვერვალზე ხარ, ამაზე არ ფიქრობ. მერე დაეშვები და წახვალ. და გული გწყდება. საუკეთესო ფორმაში ყოფნისას წასვლა განსაკუთრებული იქნება. მაგრამ ვერასდროს მიხვდბი, როდს გაქვს ამის შესაძლებლობა. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ როცა საუკეთესო ფორმაში ვარ, წასვლა არ მსურს“.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091928