ავტოსპორტი

20:32 | 29.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

„მერსედესმა“ ძრავის პირველი ჟეტონები გამოიყენა

„მერსედესმა“ მის განკარგულებაში არსებული პირობითი ჟეტონების ნაწილი, ძრავის საწვავის სისტემის გასაუმჯობესებლად გამოიყენა. გუნდში თვლიან, რომ „ფერარიმ“ მაქსიმალურად შეამცირა ჩამორჩენა და საჭიროა ზომების მიღება. მათ საწვავის მოდიფიცირებული სისტემა, ამ სეზონისთვის გამოყოფილ ყველა შიდაწვის ძრავზე შეცვალეს. მაგრამ ეს ძრავის ან ძალური დანადგარის სხვა კომპონენტების შეცვლად არ ჩაეთვლებათ და შესაბამისად, მათ პილოტებს ძრავის ლიმიტის ნაადრევად ამოწურვის პრობლემა არ შეექმნებათ.

საწვავის სისტემის მოდიფიცირებაზე ორი პირობითი ჟეტონი დაიხარჯა. ლუის ჰამილტონი და ნიკო როსბერგი სოჭშიც იმავე ძრავებით გამოვლენ, რომლებიც მათს ბოლიდებზე შანჰაის რბოლისას იდგა. პარალელურად, მოდიფიკაცია შეეხება იმ ძრავებსაც, რომლებსაც სამქიმიანების კლიენტი გუნდები - „უილიამსი“, „ფორს ინდია“ და „მენორი“ იყენებენ.

ამგვარად, „მერსედესის“ განკარგულებაში 11 ჟეტონი რჩება. სეზონისთვის მზადების პროცესში გერმანულმა კომპანიამ სულ 19 პირობითი ჟეტონი გამოიყენა. სოჭში ძრავის სიახლეები „ფერარისაც“ აქვს, რომელმაც თავის პილოტებს - კიმი რაიკონენს და სებასტიან ფეტელს ამის გამო ძრავები შეუცვალა. იტალიურ კომპანიას მხოლოდ ექვსი ჟეტონი დარჩა გამოსაყენებელი. სეზონისთვის მზადებისას კი 23 გამოიყენა.

დაბოლოს, „მერსედესს“ სოჭში კიდევ ერთი სიახლე აქვს - მისმა პარტნიორმა „პეტრონასმა“ მისი ძრავებისთვის ახალი ზეთი შეიმუშავა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095124