ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ Mirror–მა საინტერესო სტატისტიკური ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მიმდინარე პრემიერლიგაში ყველაზე მეტჯერ “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელებმა მიიღეს ტრავმები, ხოლო “ლესტერის” მოთამაშეებს მთელი სეზონი განმალობაში ეს პრობლემა ყველაზე ნაკლებად აწუხებთ.
გთავაზობთ ოცივე პრემიერლიგური კლუბის სტატისტიკას:
მანჩესტერ სიტი – 69
სტოკი – 66
ლივერპული – 64
მანჩესტერ იუნაიტედი – 63
სანდერლენდი – 60
ნიუკასლი – 56
ჩელსი – 50
ევერტონი – 50
კრისტალ პალასი – 47
ვესტ ჰემი – 46
ასტონ ვილა – 43
ტოტენჰემი – 42
ბორნმუთი – 37
არსენალი – 37
საუთჰემპტონი – 35
ვეტ ბრომვიჩი – 33
ნორვიჩი – 28
უოტფორდი – 24
სუონსი – 23
ლესტერი – 18









