ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გრანდებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მოთამაშე “ლესტერის” ნახევარმცველი ნ’გოლო კანტე იქნება. იმ შემთხვევაში, თუ “მელიებმა” ფრანგი ფეხბურთელის შენარჩუნება ვერ შეძლეს, “საუთჰემპტონის” საყრდენის ვიქტორ ვანიამას დამატებას შეეცდებიან – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Mirror–ი.
24 წლის ფეხბურთელს “წმინდანებთან” მოქმედი კონტრაქტი მომავალ ზაფხულს უმთავრდება და მის გაგრძელებას არ ჩქარობს, რადგან “ლესტერის” გარდა, მისით “ტოტენჰემიც” ინტერესდება. კენიელი მოთამაშის სატრანსფერო ღირებულებად თრანსფერმარკტ-ი 11.25 მილიონ ფუნტს ასახელებს.
ვანიამამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 32 შეხვედრა ჩაატარა და თითო გოლით და საგოლე გადაცემით გამოირჩა. ვიქტორის მთავარი ნაკლი უდისციპლინობაა, მან მიმდინარე პრემიერლიგაში (27 მატჩში) 3 წითელი ბარათი მიიღო.





