ფეხბურთი

16:40 | 3.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატების ისტორია (VIDEO)
პორტუგალია - ჰოლანდია 2:1 - ევრო 2004, ნახევარფინალი. 30 ივნისი, ლისაბონი

გოლები: 1:0 რონალდუ (26), 2:0 მანიშე (58), 2:1 ჟორჟე ანდრადე (63, ა.გ)

ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთი ნახევარფინალური წყვილი მასპინძელმა პორტუგალიამ და ჰოლანდიის ნაკრებებმა შეადგინეს. შეხვედრას ლისაბონის "ჟოზე ალვალადეს" სტადიონმა უმასპინძლა. საბოლოოდ კი მატჩი, რომელიც საკმაოდ თვალსასეირო საყურებელი და დაძაბული გახლდათ, მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა - 2:1.

ყველაფერი კრიშტიანუ რონალდუს გოლით დაიწყო, რომელიც იმ დროს მხოლოდ 19 წლის იყო. მეორე ტაიმში ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გავიდა, რომლის ავტორი მანიშე შეიქნა. ერთადერთი რაც ჰლანდიელბმა შეძლეს პრესტიჟის გოლის გატანა იყოდა ლუიშ ფელიპე სკოლარის გუნდი ფინალში გავიდა. თუმცა, გადამწყვეტი თამაში საბერძნეთის ნაკრებთან დათმო და სამშობლოში ოდენ ვერცხლის მედლებს დასჯერდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.166054