ირაკლი მაისურაძეს კვიპროსულ "ანორთოსისთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება. მაისურაძე გუნდის სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრია და კარგი პრესაც აქვს. "ანორთოსისმა" კარგად დაიწყო სეზონი, მაგრამ მეორე წრეში ასე ვეღარ გააგრძელა და მეხუთე ადგილზეა.
მაისურაძემ worldsport.ge-ს უთხრა, რომ სამი კვიპროსული კლუბის ვარიანტი აქვს, მაგრამ ჯერ "ანორთოსისის" ხელმძღვანელებს უნდა დაელაპარაკოს, თუ რა პირობებს შესთავაზებენ.
"ჩემი აგენტი ესაუბრება სხვა კლუბების წარმომადგენლებს და არ ვიცი, ჯერ კონკრეტულად არაფერია სათქმელი. ამ დღეებში ჯერ "ანორთოსისს" უნდა დაველაპარაკო".