მადრიდის “ატლეტიკოს” შემტევმა ფერნანდო ტორესმა “ბაიერნთან” ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის (1:2) შემდეგ აღნიშნა, რომ მისი გუნდი მზადაა ფინალში ნებისმიერი მეტოქე დაამარცხოს.
“შეხვედრა მაღალ დონეზე ჩავატარეთ. ჩვენი გუნდით ამაყები ვართ. ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა დავიმსახურეთ. ოცნების ახდენამდე ერთი ნაბიჯი დაგვრჩა. ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ და ისტორია შევქმნათ. არ აქვს მნიშვნელობა ფინალში ვინ შეგვხვდება, ჩვენ მზად ვარ ნებისმიერი ოპონენტის დასამარცხებლად”- განაცხადა ტორესმა.
“ატლეტიკომ” “ბაიერნის” ბარიერი ორმატჩიან დაპირისპირებაში მეტოქის მოედანზე გატანილი გოლის წყალობით დაძლია და ფინალში “რეალი” – “სიტის” გამარჯვებულს შეხვდება.









