"ვილიარეალის" მწვრთნელმა მარსელინომ განაცხადა, რომ "ლივერპულს" გაცილებით დიდი შესაძლებლობები აქვს, ვიდრე მის კლუბს, თუმცა ევროპის ლიგის ფინალთან უფრო ახლოსაა. შეგახსენებთ, "ვილიარეალმა" შინ 1:0 მოუგო "წითლებს" და დღეს საპასუხო მატჩი ელის ინგლისში.
"რაღა უნდა თქვა, როცა "ლივერპულმა" 50 მილიონი ევრო გადაიხადა ბენტეკეში, ეს კი "ვილიარეალის" წლიური ბიუჯეტია. იმედიანად ვართ და ყველანაირად ვეცდებით ფინალში გასვლას. 1:0 უპირატესობას გვაძლევს, თუმცა წინ მძიმე მატჩი გველის. მე მჯერა ჩემი გუნდის" - თქვა მარსელინომ.
ისე, მთლად 50 მილიონ ევროდ არა, მაგრამ 42,5 მილიონად არის ნაყიდი ბენტეკე "ასტონ ვილადან".









