სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

19:25 | 8.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტური: “ზუგდიდმა” “მერანს” ექვსქულიანი მატჩი მოუგო

დასრულდა უმაღლესი ლიგის 28-ე ტურის ხუთი მატჩი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა ზემო ეწერში, სადაც “ზუგდიდმა” 2:0 გურამ სამუშიას დუბლით სძლია უშუალო კონკურენტ “მერანს” და ბოლო ადგილს თავი დააღწია. ამ მომენტში ზუგდიდელები არიან ბოლოდან მესამე პოზიციაზე, მარტვილელებს კი საქმე გაურთულდათ. “მერანმა” თითქმის მთელი მეორე ტაიმი კაცნაკლულმა ითამაშა და პენალტიც ორბელაძის გაძევებას მოჰყვა.

კარგახნიანი შესვენების შემდეგ მოიგო ბათუმის “დინამომ”, რომელმაც საშიშ ზონასთან ახლოს მყოფ თბილისის “ლოკომოტივს” 1:0 აჯობა თემურ შონიას გატანილი გოლით. ეს ლევან ხომერიკის პირველი გამარჯვება იყო ბათუმელთა თავკაცის რანგში, აი, “ლოკომოტივი” კი სხვა აუტსაიდერების უნიათობის იმედზეა, თორემ საშინელ შედეგს აჩვენებს მეორე წრეში.

“საბურთალოს” 8-მატჩიანი წაუგებელი სერია გორში დასრულდა. პაბლო ფრანკოს გაწვრთნილებმა “დილასთან” 1:2 წააგეს. გორელები მესამე ადგილზე დარჩნენ, რადგან “სამტრედიამ” თავისი შანსი არ გაუშვა და ფოთის “კოლხეთს” სტუმრად 3:0 მოუგო. დუბლი მიითვალა გიორგი დათუნაიშვილმა, ერთიც ბუდუ ზივზივაძემ დაამატა.

“ცხინვალმა” კი 5:0 მოუგო “შუქურას”. შედეგში არაფერია გასაკვირი, აი, ასეთ ანგარიშს კი ნაკლებად თუ ელოდა ვინმე.

დილა (გორი) – საბურთალო (თბილისი) 2:1

გოლები: 1:0 მაშუკოვი (45), 2:0 მარცვალაძე (70), 2:1 ფანცულაია (72)

დინამო (ბათუმი) – ლოკომოტივი (თბილისი) 1:0

გოლი: 1:0 შონია (22)

ცხინვალი – შუქურა (ქობულეთი) 5:0

გოლები: 1:0 ისიანი (20), 2:0 კაკუბავა (30), 3:0, 4:0 ივანიშვილი (66 პენ, 80), 5:0 გაბრიჩიძე (90)

კოლხეთი (ფოთი) – სამტრედია 0:3

გოლები: 0:1, 0:2 დათუნაიშვილი (50, 73), 0:3 ზივზივაძე (76)

ზუგდიდი – მერანი (მარტვილი) 2:0

გოლები: 1:0, 2:0 სამუშია (51 პენ, 90)

გაძევება: ორბელაძე (50, მერანი)

ამ წუთებში ქუთაისში “ტორპედო”-“საპოვნელას” მატჩი მიმდინარეობს. ხვალ კი ორი შეხვედრაა: “ჩიხურა”-“სიონი” და თბილისის “დინამო”-“გურია”.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092404