ავტოსპორტი

1:53 | 11.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

„ფორს ინდია“ ესპანეთში სახეშეცვლილი ბოლიდით იასპარეზებს

„ფორს ინდიამ“ თავისი სარბოლო ავტომობილი VJM09 საფუძვლიანად განაახლა და მას პირველად ესპანეზეთის დიდ პრიზზე გამოიყენებს. გუნდის მფლობელ ვიჯეი მალიას თქმით, ბოლიდი მნიშვნელოვნად არის გადაკეთებული, რაც მის გარეგნობაზეც აისახება. სიახლეებს ორივე ავტომობილზე თავისუფალი პრაქტიკების წინ დააყენებენ.

გუნდის მექსიკელი პილოტი სერხიო პერესი ამბობს, რომ პრაქტიკებზე ბევრი სამუშაო იქნება შესასრულებელი, რათა ინჟინრებმაც და პილოტებმაც დროულად აუღონ ალღო სიახლეებს და მანქანის ოპტიმალურად მომართვა შეძლონ. ასეთ რადიკალურ ნაბიჯზე გუნდი იმის გამო მიდის, რომ აქამდე ვერ ხერხდება ბოლიდის პოტენციალის სრულად გამოყენება. თუმცა სოჭში ეს იმის გამო მოხდა, რომ ორივე პილოტი დასაწყისში მომხდარმა ინციდენტებმა დააზარალა. თუმცა პერესმა მაინც შეძლო მე-9 ადგილის დაკავება და ორი ქულის აღება.

მალიას იმედი აქვს, რომ მომდევნო რბოლებში იღბალი მისი გუნდისკენ შემობრუნდება: „სოჭში ჩვენ პირველი წრის ქაოსში დავზარალდით. მსგავსი სიტუაცია გვქონდა ბაჰრეინშიც. ეს საწყენია, რადგან სოჭში გაცილებით მეტის მიღწევა შეგვეძლო. მაგრამ ორივე მანქანით, ცუდ დროს ცუდ ადგილას აღმოვჩნდით. ამის გამო, ნიკომ რბოლა ვერ გააგრძელა, სერხიოს კი საბურავი დაუზიანდა. მაგრამ სასიამოვნო სანახავი იყო, როგორ შეძლო უკნიდან ქულების ზონაში შეღწევა“, - ყვება მალია და დასძენს:

„იმედი მაქვს, უიღბლობის ლიმიტი ამოვწურეთ. ჯერ არ გვქონია იმის საშუალება, რომ გვენახა, რა შეგვიძლია, როცა პრობლემები არ გვექმნება და ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა არ გამოდის. მიუხედავად იმისა, რომ სოჭში ჩვენი პოტენციალის გამოყენება ვერ შევძელით, მანც კმაყოფილი დავრჩით კვალიფიკაციასა და რბოლაში გამოვლენილი ტემპით. მანქანა უმჯობესდება და უკვე შევქმენით კარგი ბაზა იმისათვის, რომ მასზე კარგი შედეგები დავაშენოთ“.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09599