"ლუდოგორეცი" ბულგარეთის ჩემპიონი ზედიზედ მეხუთედ გახდა. რაჟგრადელებმა ჩემპიონატი 4 ტურით ადრე მოიგეს. "ლევსკიმ" 10 მაისს შინ პლოვდივის "ლოკომოტივთან" 2:3 წააგო, სამი მატჩი აქვს ჩასატარებელი, თუმცა გეორგი დერმენჯიევის გუნდს 11 ქულით ჩამორჩება.
"ლუდოგორეცი" ქვეყნის უმაღლეს ლიგაში 2010/11 წლების სეზონში გადავიდა და მას შემდეგ ჩემპიონობას ვერავინ ეცილება. გუნდს ბულგარეთის თასი და სუპერთასი 2-2-ჯერ აქვს მოგებული.





