ავტოსპორტი

0:06 | 12.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარკიონე „ფერარის“ გამარჯვებებს ესპანეთის ეტაპიდან ელის

„ფერარის“ პრეზიდენტი სერჯიო მარკიონე დარწმუნებულია, რომ მისი კომპანიის ფორმულა 1-ის გუნდი ესპანეთის დიდი პრიზიდან დაიწყებს რბოლებში გამარჯვებას. მართალია, იტალიური გუნდი პირველ ოთხ ეტაპზე ბრძოლისუნარიანად გამოიყურება, მაგრამ მისი მანქანა არც ისე გამძლე გამოდგა და ამასთან, რამდენიმე ინციდენტმაც, პილოტებს თავის გამოჩენის და დომინანტ „მერსედესთან“ პაექრობის საშუალება არ მისცა.

შედეგად, სებასტიან ფეტელი ჩემპიონატის ლიდერ ნიკო როსბერგს უკვე 67 ქულით ჩამორჩება, კიმი რაიკონენს კი ლიდერთან 57 ქულა აშორებს. პირველ ოთხ რბოლაში ეს მეტისმეტად ბევრია. თან ორივეს უკვე დაწყებულ აქვს ძრავების ლიმიტის გამოყენება. თუმცა მარკიონე დარწმუნებული, რომ როგორც კი იღბალი მარანელოელებისკენ იბრუნებს პირს, მისი პილოტები „მერსედესის“ დამარცხებას დაიწყებენ.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეგვიძლია. კვირა მნიშვნელოვანი დღე იქნება. აქამდე იღბალი ჩვენკენ არ იყო. მაგრამ სეზონი ხომ ახალი დაწყებულია. მალე ჩვენს გამარჯვებას ველი. და ეს ესპანეთიდან დაიწყება“, - ახალი „ალფა რომეო ჯულიას“ წარდგენისას განაცხადა მარკიონემ.

მართალია, „ფერარის“ ჯერ მოგება არ აქვს, მისი შეფი მაინც კმაყოფილია თავისი პილოტების გამოსვლით: „ფეტელიც და რაიკონენიც კარგად ასპარეზობენ. ერთადერთი, რაც მათ აკლიათ, იღბალია“.

მარკიონე ასევე დასძენს, რომ კვლავაც სურს ფორმულა 1-ში „ალფა რომეოს“ დაბრუნება. მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება ავტომწარმოებლის, პირველ რიგში, მოდელ „ჯულას“ წარმატებაზე. ის ასევე ხაზს უსვამს, რომ ფ1-ში დაბრუნების შემთხვევაში, „ალფა“ არ იქნება მხოლოდ ძრავების მიმწოდებელი და „ფერარის“ მსგავსად, საკუთარ გუნდს გამოიყვანს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170567