ძიუდო

19:24 | 13.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნაკრების კანდიდატებმა ვერ იყოჩაღეს

ყაზახეთის დედაქალაქ ალმათში დღეს დაწყებულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე – გრან პრიზე საპრიზო სამეულები მამაკაცთა ორ და ქალთა სამ წონით კატეგორიაში ქართველი ძიუდოისტების გარეშე შეივსო.

დღეს ტატამზე გიორგი ბროლაშვილი (60 კგ), გიორგი გუგულაშვილი და თორნიკე თათარაშვილი (ორივე 66 კგ) გავიდნენ და ტურნირს სამივე საწყისი ეტაპიდან გამოეთიშა.

ბროლაშვილი საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და პირველ ნომრად განთესილ ყაზახ რუსტამ იბრაიევთან იპონით დამარცხდა. ამავე ეტაპით დაიწყო და დაასრულა თათარაშვილმაც, რომლისთვისაც დაუძლეველი ზღუდე იტალიელი ფაბიო ბასილე აღმოჩნდა.

გუგულაშვილმა პირველ წრეში ჩილელ ხუან პერესს უილეთო შეხვედრაში ერთი შიდოს უპირატესობით (2:3) აჯობა. სლოვენიელ ადრიან გომბოცთან კი ვეღარას გახდა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ ყაზახეთში გადახალისებული შემადგენლობა ჩაიყვანა. გუნდის გამოცდილ წევრებს კი მხოლოდ 73 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში უხმო. ეს ის წონებია, რომლებშიც ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ნორმატივი ორ-ორ ქართველს აქვს შესრულებული და რიოში წამსვლელი სწორედ საერთაშორისო ტურნირებზე უნდა გამოიკვეთოს. 73 კილოგრამში გრან პრიზე ნუგზარ ტატალაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი იჭიდავებენ, ხოლო +100-ში – ლევან მატიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი.

ხვალ ჩემპიონ-პრიზიორები მამაკაცთა შორის 73 და 81 კილოგრამებში უნდა გამოვლინდნენ და ტატალაშვილისა და შავდათუაშვილის გარდა საქმეში ლევან გუგავა და ლაშა ზურაბიანი (ორივე 81 კგ) ჩაებმებიან.

ზეგ კი მედლები 90, 100 და +100 კილოგრამებში გათამაშდება. საქართველოს დროშის ქვეშ იჭიდავებენ: ზვიად გოგოჭური, ნოდარ ბერიანი (ორივე 90 კგ), რეზო წულუკიძე, ალექსანდრე ზაალიშვილი (ორივე 100 კგ), მატიაშვილი და ოქრუაშვილი.

ძიუდო

გრან პრი

ალმათი

13 მაისი

მამაკაცები

60 კგ

1 ელიო მანცი (იტალია)

2 რუსტამ იბრაიევი (ყაზახეთი)

3 შარაფუდინ ლუტფილაევი (უზბეკეთი)

3 დიორბეკ უროზბოევი (უზბეკეთი)

66 კგ

1 იოშირო მარუიამა (იაპონია)

2 ჟანსაი სმაგულოვი (ყაზახეთი)

3 იელდოს ჟუმაკანოვი (ყაზახეთი)

3 კილან ლე ბლუჩი (საფრანგეთი)

ქალები

48 კგ

1 ოტგონცეცეგ გალბადრახი (ყაზახეთი)

2 ბო კიონგ ჯეონგი (სამხრეთ კორეა)

3 ნატალია ბრიგიდა (ბრაზილია)

3 მარინა ჩერნიაკი (უკრაინა)

52 კგ

1 ეველინ შოპი (შვეიცარია)

2 ჯილი კოენი (ისრაელი)

3 და სოლ პარკი (სამხრეთ კორეა)

3 აგატა პერენცი (პოლონეთი)

57 კგ

1 არიეტა პოდოლაკი (პოლონეთი)

2 ჯეიონ ექისუინი (ესპანეთი)

3 იანგ ლიუ (ჩინეთი)

3 ოტომნ პავია (საფრანგეთი)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.159293