ფეხბურთი

20:49 | 13.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ჩელსიმ" ტერის ახალი კონტრაქტი შესთავაზა

ლონდონის "ჩელსიმ" კაპიტან ჯონ ტერის ახალი, ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა. როგორც გუს ჰიდინკის პრესკონფერენციაზე კლუბის პრესსამსახურის უფროსმა განმარტა, ინგლისელ მცველს კლუბის ხელმძღვანელობამ კონტრაქტი შესთავაზა და ტერი აღნიშნულ წინადადებაზე ფიქრობს.

ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. Sky Sports-ის ინფორმაციით, ტერის ინგლისურის გარდა, უცხოური კლუბებიც ეპატიჟებიან.

ჯონი "ჩელსის" მთავარ გუნდში 1998 წლიდან ასპარეზობს და 703 მატჩში 66 გოლი აქვს გატანილი. ტერი "არისტოკრატების" წლის საუკეთესო ფეხბურთელი ორჯერ (2001, 2006) გახდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.086758