ავტოსპორტი

2:02 | 14.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

„ფერარი“ გამოცოცხლდა

როგორც ჩანს, „ფერარის“ პილოტებზე და ბოლოდებზე, იტალიური კომპანიის შეფის, სერჯო მარკიონეს სიტყვებმა იმოქმედა, რომელმაც ივარაუდა, რომ მისი გუნდ გამარჯვებას ბარსელონადან დაიწყებს. თავისუფალი პრაქტიკები გამარჯვების მომტანი არაა, მაგრამ სებასტიან ფეტელი და კიმი რაიკონენი პირველივე თავისუფალი პრაქტიკიდან შეუდგნენ საქმეს და ჯერ ორი საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს, შემდეგ კი ფინელმა „მერსედესის“ პილოტებს შორის ჩადგომა შეძლო.

მოკლედ, მარანელოელთა ფანებს ამ მცირე გაბრწყინებამ კვლავ ჩაუსახა იმედი. თუმცა ჯერ ადრეა. მათ კვალიფიკაციაზე უნდა დაამტკიცონ, რომ მარკიონეს იმედს რეალური საფუძველი აქვს. პირველი კი ისევ ნიკო როსბერგია, რომელსაც ამ სეზონში ჯერ რბოლა არ წაუგია. ორივე პრაქტიკის ჯამში, მეორე საუკეთესო დრო ფეტელს აქვს, მესამე კი - რაიკონენს. საინტერესოა, რომ „ფერარის“ ორივე პილოტმა უკეთესი დრო პირველ პრაქტიკაზე დააფიქსირა.

სხვათა შორის, როსბერგს შანსი აქვს, ბარსელონაში გამარჯვებით, გახდეს ფ1-ის ისტორიაში მესამე პილოტი, ვინც სეზონის პირველ ხუთ რბოლას მოიგებს. აქამდ ეს მხოლოდ ნაიჯელ მინსელმა და მიხაელ შუმახერმა შეძლეს. საინტერესოა, რომ როსბერგმა დასულ სეზონში ესპანეთის დიდი პრიზის კვალიფიკაცია რომ მოიგო, ის დრო (1:24.681) დღევანდელ პრაქტიკებზე, მის გარდა, ფერარის ორივე პილოტმა და ლუის ჰამილტონმა გააუმჯობესეს. სხვათა შორის, ჩემპიონი თავისი მანქანის ბალანსით კმაყოფილი არ დარჩა.

„რედ ბულში“ მაქს ფერსტაპენის დებიუტმა კარგად ჩაიარა. მართალია, ორივე სესიაზე მას თანაგუნდელმა დანიელ რიკარდომ აჯობა, მაგრამ ჰოლანდიელ თინეიჯერს ჯერაც ახალ ბოლიდთან შეგუების პერიოდი აქვს. ნარბოლევს მან განაცხადა, რომ ამ პრაქტიკებზე, მისთვის დროზე მნიშვნელოვანი, ბევრი წრის გავლა იყო.

ესპანეთის დიდი პრიზი

პირველი თავისუფალი პრაქტიკა

  1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:23.951
  2. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:24.089
  3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:24.454
  4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:24.611
  5. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:25.416
  6. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:25.585
  7. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:25.672
  8. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:26.078
  9. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:26.186
  10. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:26.243
  11. კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 1:26.576
  12. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:26.583
  13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:26.938
  14. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:27.064
  15. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:27.253
  16. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:27.258
  17. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1:27.283
  18. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:27.392
  19. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:27.610
  20. პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 1:28.084
  21. რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი) 1:29.052
  22. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, რენო) დროის გარეშე

მეორე თავისუფალი პრაქტიკა

  1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:23.922
  2. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:24.176
  3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:24.641
  4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:25.017
  5. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:25.131
  6. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:25.194
  7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:25.342
  8. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:25.375
  9. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:25.437
  10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:25.453
  11. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:25.708
  12. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:25.893
  13. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:25.899
  14. კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 1:26.244
  15. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:26.375
  16. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:26.491
  17. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1:26.770
  18. პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 1:26.960
  19. რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი) 1:27.252
  20. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:27.812
  21. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1:28.205
  22. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:28.501

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.156723