ფეხბურთი

16:28 | 14.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატების ისტორია (VIDEO)
იტალია - შვედეთი 2:1 - ევრო 2000, ჯგუფური ეტაპი. 19 ივნისი, ეინდჰოვენი

გოლები: 1:0 დი ბიაჯო (39), 1:1 ლარსონი (77), 2:1 დელ პიერო (88)

ევროპის 2000 წლის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრები, რომელსაც დინო ძოფი წვრთნიდა, ძალზე დამაჯერებლად გამოიყურებდა. "სკუადრა აძურამ" ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში შვედეთის ნაკრებს მოუგო დაძაბულ ბრძოლაში - 2:1. არადა, თამაშამდე იტალის 6, ხოლო სკანდინავიელებს ნული ქულა ჰქონდათ. მოკლედ, აპენინელთათვის სატურნირო ცხრილის მხრივ უმოტივაციო შეხვედრა გახლდათ.

ამიტომაც იყო, რომ ძოფმა სასტარტოში ისეთი მოთამაშეები დააყენა, რომელთაც მანამდე თავის გამოჩენის საშუალება ნაკლებად ეძლეოდათ. შვედეთი უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მაინც წააგო. გამარჯვების გოლი კი, 88-ე წუთზე ალესანდრო დელ პიერომ გაიტანა, ლამაზი და ძლიერი დარტყმით.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091571