ჩოგბურთი

0:33 | 15.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი გერმანული ჩელენჯერის ფინალში ითამაშებს!

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანულ ჰეილბრონში მიმდინარე ჩელენჯერის (საპრიზო ფონდი 64 ათასი ევრო) ფინალში გააღწია.

ბასილაშვილი ნახევარფინალში სლოვაკ იოზეფ კოვალიკს გაეჯიბრა და ზედიზედ მესამე სამსეტიანი ბრძოლა გადაიტანა. ნიკოლოზმა ამჯერად 1:6, 6:4, 6:3 მოიგო და ფინალში მე-6 ნომრად განთესილ გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს გაეჯიბრება. ამ უკანასკნელმა მე-3 რეიტინგის მქონე ესპანელ ალბერტ მონტანესს 6:0, 6:3 სძლია.

ცნობისთვის, ფინალში გასვლის წყალობით, ბასილაშვილმა უკვე გაინაღდა 60 სარეიტინგო ქულა, გამარჯვების შემთხვევაში კი, 100 ქულას მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099277