შვედეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ლიგა 1-ში ბოლო მატჩი ჩაატარა და დაჯილდოების ცერემონიალის წინ განაცხადა, ვიცი სადაც მივდივარ, მაგრამ არ ვიტყვიო. პსჟ-ს ფეხბურთელმა ლიგა 1-ში კარლოს ბიანკის შედეგი გააუმჯობესა.
იბრაჰიმოვიჩს რამდენიმე ევროპულ და ამერიკულ კლუბს უკავშირებენ, თუმცა ჯერჯერობით შვედი მომავალ კლუბს არ ასაჯაროებს.
"ვიცი მომავალ სეზონში სადაც ვიქნები, მაგრამ არ ვიტყვი. ამ საღამოთი აღფრთოვანებული ვარ, პსჟ-ში 4 ფანტასტიკური წელიწადი გავატარე. შესანიშნავ გუნდთან ერთად ვიყავი და მომენატრება. ვამაყობ რაც აქამდე გავაკეთეთ. კლუბი ჩემ გულში დარჩება და ვიმედოვნებ გუნდი წარმატებულ სხვლას გააგრძელებს." - განუცხადა Bein Sports იბრამ.
"ნანტისთან" მოგებული (4:0) მატჩის შემდეგ, კლუბმა ჩემპიონობა იზეიმა. გუნდის თითოეული ფეხბურთელი გულშემატკივრების წინაშე წარსდგა და ბოლო პოდიუმზე ზლატან იბრაჰიმოვიჩი ავიდა და გუნდთან ერთად ზედიზედ მეოთხედ იზეიმა ლიგა 1-ის ჩემპიონობა.
"ემოციური დღეა. განსაკუთრებული თამაში გახლდათ ჩემთვის კლუბში 4-წლიანი ასპარეზობის შემდეგ. თქვენ ჩემ გულში დარჩებით. ვიმედოვნებ კლუბი წარმატებით სვლას გააგრძელებს და იბრას გარეშე ბევრ თამაშს მოიგებს, მაგრამ ეს შეუძლებელია. მადლობა ყველას, პარიზს, საფრანგეთს, მე და ჩემი ოჯახი ძალიან ბედნიერები ვართ." - ასეთი ტექსტით მიმართა ზლატანმა სატდიონზე შეკრებილ გულშემატკივრებს.
პსჟ-ს თავკაცმა ლორან ბლანმა კი თავდამსხმელმა ფენომენი უწოდა: "ზლატანი, ზლატანი...ზოგს მოწონს, ზოგს - არა. ჩემთვის იგი ფენომენია, თავისი სტატისტიკით და გატანილი გოლებით."
ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ იბრაჰიმოვიჩზე ბევრი გოლის გამტანი ფეხბურთელის მოძებნა შემდეგ სატრანსფერო პერიოდში წარმოუდგენელია. 34 წლის შვედმა 2015/16 წლების სეზონში 50 მატჩში 48 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა. აღნიშნული შედეგი ვეტერანი ფეხბურთეისთვის კარიერაში საუკეთესოა.





