საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინაში ვიქტორ ბანიკოვის სახელობის რვაგუნდიანი ტურნირი მოიგო. გურამ ასპინძელაშვილის გაწვრთნილებმა ფინალში ისრაელს სძლიეს. ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, პენალტებში კი – 4:2. მეკარე დემეტრე ბულისკერიამ ორი პენალტი მოიგერია.
ქართველები მე-15 წუთზე დაიწინაურდნენ თემურ გაბუნიას გოლით, თუმცა პირველივე ტაიმში ისრაელმა ორი გოლი გაიტანა და ტაიმი 1:2 დასრულდა. 54-ე წუთზე კი ჩვენებმა გაათანაბრეს ანზორ მექვაბიშვილის გატანილით. 69-ე წუთზე ისრაელი კაცნაკლული დარჩა.
შეგახსენებთ, საქართველომ ჯგუფში ჩეხებთან 0:0 ითამაშა, მერე ლატვიას 1:0, ხოლო მოლდოვას 4:0 სძლია. შედეგად, ჯგუფში 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა გოლის გაუშვებლად.
საქართველო-ისრაელი 2:2 (1:2) პენალტებში - 4:2
საქართველო: ბულისკერია, ბასარია, გელაშვილი, ჯინჯოლავა, ხარაბაძე, დარცმელია, დავითაშვილი, ბაბუნაძე (79’ შუბითიძე), გაბუნია (41’ კაკაურიძე), ივანიაძე (41’ გაბიტაშვილი) მექვაბიშვილი
გოლები: 1:0 გაბუნია (15), 1:1 ბრამი (26 პენ), 1:2 ჰენი (29), 2:2 მექვაბიშვილი (54)
გაძევება: ჰენი (69)
ქართველებიდან პენალტები გაიტანეს: დარცმელიამ, ჯინჯოლავამ, ხარაბაძემ და დავითაშვილმა.









