ფეხბურთი

20:00 | 16.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატების ისტორია (VIDEO)
ინგლისი - იტალია 0:0 პენ: 2:4 - ევრო 2012, მეოთხედფინალი. 24 ივნისი, კიევი

პენალტების სერია: 0:1 ბალოტელი, 1:1 ჯერარდი, 1:1 მონტოლივო (აცილა), 2:1 რუნი, 2:2 პირლო, 2:2 იანგი (ხარიხა), 2:3 ნოჩერინო, 2:3 კოული (მეკარე), 2:4 დიამანტი

ინგლისის ნაკრების ერთ-ერთ მთავარ აქილევსის ქუსლად დიდ საფეხბურთო ტურნირებზე ყოველთვის პენალტების სერია მიიჩნეოდა. ასე მოხდა 2012 წელსაც - როი ჰოჯსონის გუნდმა პოლონეთსა და უკრაინაში ასპარეზობა მეოთხედფინალში მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში დაასრულა.

იტალიისა და ინგლისის შეხვედრაში საგოლე მომენტები მრავლად შეიქმნა. 120 წუთის განმავლობაში უფრო მეტად გამარჯვებას ჩეზარე პრანდელის გუნდი იმსახურებდა, მაგრამ გოლი არ გასულა.

თერთმეტრიანების სერია კი უკეთ "სკუადრა აძურას" წევრებმა შეასრულეს. ეს, მიუხედავად იმისა, რომ პირველად ბადეში ბურთის მოთავსება სწორედ იტალიელმა რიკარდო მონტოლივომ ვერ მოახერხა. ცალკე აღნიშვნის ღირსია ანდრეა პირლოს "პანენკა"...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095672