გოლები: 0:1 შვაინშტაიგერი (22), 0:2 კლოზე (26), 1:2 ნუნუ გომეში (40), 1:3 ბალაკი (61), 2:3 პოშტიგა (87)
მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალისტთა გზა ორი წლის შემდეგ მეოთხედფინალში გადაიკვეთა. ბაზელის "სენტ იაკობს პარკზე" გამართული მატჩი თვალსასეირო გამოდგა და გულშემატკივრებმა 5 გატანილი გოლი იხილეს.
თუმცა, მთლიანობაში იოაჰიმ ლიოვის გერმანია ნახევარფინალში დამასახურებულად გავიდა - ბუნდესგუნდი მთელი თამაშის განმავლობაში იგებდა და ნუნუ გომეშის და ელდერ პოშტიგას გოლები პორტუგალიას წარმატების მისაღწევად არ ეყო. შესაბამისად, ტურნირს ნაადრევად დაემშვიდობა.







