გერმანიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "ჰოფენჰაიმის" შემტევი კევინ ვოლანდი კარიერას "ლევერკუზენში" გააგრძელებს. როგორც "ფარმაცევტების" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 23 წლის ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე გააფორმა და ახალ გუნდში 31-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
"ბაიერმა" "ბუნდესნაკრების" ფეხბურთელი 15 მილიონ ევროს სანაცვლოდ შეიძინა. ვოლანდმა ბუნდესლიგის გასულ სეზონში 33 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 8 გოლი და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.





