გლაზოს "სელტიკის" მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი გახდა. ირლანდიელმა სპეციალისტმა შოტლანდიურ გრანდთან 12-თვიანი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია "სელტიკის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
როჯერსის დაბრუნება "სუონსის" სურდა, თუმცა 43 წლის მწვრთნელმა შოტლანდიაში წასვლა არჩია. ბრენდანი ბოლო "ლივერპულს" წვრთნიდა და წარუმატებელი თამაშის გამო კლუბის ხელმძღვანელობამ გასული წლის ოქტომბერში გაანთავისუფლა.







