ფეხბურთი

22:26 | 21.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბაუმგარტლინგერი “ლევერკუზენში” ითამაშებს

“მაინცის” აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი იულიან ბაუმგარტლინგერი “ლევერკუზენში” ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია “ფარმაცევტების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

28 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 2019 წლის 30 ივნისამდე გააფორმა კონტრაქტი, ხოლო “მაინცმა” მის სანაცვლოდ 4 მილიონი ევრო მიიღო.

ავსტრიელმა მოთამაშემ გასულ სეზონში 33 შეხვედრა ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.182557