დღეს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა დასრულდება. ბოლო ტურში გასარკვევი დარჩა მხოლოდ გასავარდნი გუნდების ვინაობა, თორემ სხვა თითქმის ყველაფერი ცნობილია: ჩემპიონიც, მეორეადგილოსანიც, მესამეადგილოსანიც, მეოთხეადგილოსანიც და შესაბამისად, ევროტურნირებზე გამსვლელებიც.
დღეს თბილისის “დინამო არენაზე” დიდი ფეხბურთიდან გააცილებენ თბილისის დინამოელ ალექსანდრე იაშვილს. ის ჯერ კიდევ 23 წლის წინ ჩაირიცხა “დინამოში”, 16 წლისამ პირველი გოლი გაიტანა უმაღლეს ლიგაში და მშვენიერი კარიერაც აიწყო. დღეს რომ გერმანულ ბუნდესლიგაში ვნატრულობთ ქართველ ფეხბურთელს, იაშვილმა იქ არაერთი სეზონი ჩაატარა, მიუთვლია დუბლები და ჰეთ-თრიქიც კი.
ამაყად მიდის, რადგან საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელიც გახდა. იაშვილმა ამ გამარჯვებებში დიდი წვლილი შეიტანა, თავისი ჭკვიანური თამაშით, პასებით, ფინტებითა და გოლებით ისევ გამოირჩეოდა უმაღლეს ლიგაში.
თუმცა იაშვილზე დღეს კიდევ დავწერთ.
გადავხედოთ ცხრილში ვითარებას და დღეს გასამართ მატჩებს. ორი გუნდი ვარდება (იმის მიუხედავად, ამოვლენ თუ არა გუნდები პირველი ლიგიდან) და ხუთს აქვს საფრთხე, ოღონდ, რა თქმა უნდა, მეტ-ნაკლებად. ყველაზე რთულ სიტუაციაში აუტსაიდერი ”საპოვნელაა” და ასევე რთული დღე ადგას “მერანს”. ეს ორნი სხვებზე არიან დამოკიდებულნი. რომ მოიგონ, მაინც კონკურენტების წაფორხილების იმედზე უნდა იყვნენ.
აღვნიშნავთ, რომ თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ურთიერთშეხვედრებს. და თუ სამმა (ან მეტმა) გუნდმა დააგროვა თანაბარი რაოდენობის ქულები, ყველა ამ გუნდს შორის დაითვლება ურთიერშეხვედრები.
ხუთი გუნდიდან შედარებით ნაკლებად ემუქრება საფრთხე “ლოკომოტივს”, რადგან ბოლოდან მეხუთეზეა და თანაც, ოთხი კონკურენტიდან, სამთან ურთიერთშეხვედრებში დადებითი შედეგი აქვს. მხოლოდ “საპოვნელასთან” აგებს ურთიერთშეხვედრებში. თუმცა, ჟერარდ სარაგოსას გაწვრთნილებისთვის ეს ნაკლებად სანუგეშოა, თუ თავად ვერ მოიგებს “ცხინვალთან” და სხვები თუ იმარჯვებენ.
ცხრილს ხედავთ, დღევანდელი ტურის მატჩებსაც და ახლა ყველაზე საინტერესო სწორედ ამ ხუთი გუნდის ურთიერთშეხვედრების მონაცემები უნდა იყოს. ვნახოთ, ვის ვისთან როგორი შედეგები აქვს:
ლოკომოტივი – გურია 3:0, 0:0
ლოკომოტივი – ზუგდიდი 3:0, 1;1
ლოკომოტივი – მერანი 1:1, 3:0
ლოკომოტივი – საპოვნელა 1:2, 0:0
გურია – მერანი 0:0, 0:2
გურია – საპოვნელა 3:0, 2:0
გურია – ზუგდიდი 2:0, 2:3
ზუგდიდი – მერანი 3:0, 0:0
ზუგდიდი –საპოვნელა 2:1, 2:2
მერანი – საპოვნელა 2:0, 1:2
ყველა მატჩი 17:00 საათზე დაიწყება, ასე რომ, საღამოს შვიდ საათზე ყველაფერი გვეცოდინება.
თბილისი.”დინამო არენა”
დინამო (თბილისი) - შუქურა (ქობულეთი)
მსაჯი: გ.ვარდიძე
სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე”
სამტრედია - სიონი (ბოლნისი)
მსაჯი: პ.მაჭარაძე
გორი. “თენგიზ ბურჯანაძე”
დილა (გორი) - ზუგდიდი
მსაჯი: ბ.ნინუა
ივანწმინდა. “ცენტრალური”
ჩიხურა (საჩხერე) - საპოვნელა (თერჯოლა)
მსაჯი: ლ.სილაგავა
ქობულეთი. “ჩელე არენა”
დინამო (ბათუმი) - მერანი (მარტვილი)
მსაჯი: დ.ხარიტონაშვილი
თბილისი. “მიხეილ მესხის” სათადარიგო
ცხინვალი - ლოკომოტივი (თბილისი)
მსაჯი: გ.ყრუაშვილი
ფოთი. “პარკ არენა”
კოლხეთი (ფოთი) - გურია (ლანჩხუთი)
მსაჯი: ა.ნონიკაშვილი
ქუთაისი. “რამაზ შენგელია”
ტორპედო (ქუთაისი) - საბურთალო (თბილისი)
მსაჯი: დ.სანოძე









