ავტოსპორტი

1:58 | 24.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

„რენო“ მონაკოში გაუმჯობესებულ ძრავს გამოიყენებს

ესპანეთის დიდი პრიზის შემდეგ, შუასეზონურ ტესტებზე, „რენომ“ თავისი განახლებული ძრავი გამოსცადა და ძალიან კმაყოფილი დარჩა. ფრანგული კომპანია და მისი პარტნიორი „რედ ბული“ იმედოვნებენ, რომ ამ ახალი ძრავით, სეზონის მეორე ნაწილს გაცილებით მაღალ დონეზე ჩაატარებენ. ყველა პილოტმა, ვინც ახალი ძრავი გამოსცადა, აღნიშნა, რომ გაზრდილია სიმძლავრე და აგრეგატი უკეთ სამართავიცაა.

„რენოს“ ტექნიკურმა დირექტორმა ბობ ბელმა დაადასტურა, რომ ტესტების ტელემეტრიული ანალიზით დადგინდა, რასაც ინჟინრები ელოდნენ, ძრავი სწორედ იმ პარამეტრებით მუშაობს. არაოფიციალური ინფორმაციით, ბარსელონას ტესტების დროს, ახალი ძრავის წყალობით, წრის დრო ოთხი მეათედი წამით შემცირდა. ეს კი ნიშნავს, რომ ბარსელონას რბოლისას, „რედ ბული“ ლიდერ „მერსედესთან“ ახლოს იქნებოდა. ბელმა ეს ინფორმაცია ნაწილობრივ დაადასტურა. უფრო მეტიც, მან „წამის რამდენიმე მეათედი“ ახსენა, რაც შესაძლოა ოთხ მეათედზე მეტიც იყოს.

თავიდან დაგეგმილი იყო, რომ განახლებული ძრავი „რენოს“ და „რედ ბულს“ კანადის დიდ პრიზზე გამოეყენებინთ, მაგრამ გაუმჯბესება იმდენად სერიოზულია და ძრავიც იმდენად გამძლეა, რომ ფრანგულმა კომპანიამ დებიუტი მონაკოში გადაიტანა. მაგრამ საქმეს ართულებს ის ფაქტი, რომ მონაკოსთვის მხოლოდ ორი აგრეგატის მოძიება მოესწრება. აქედან კი ერთს თავად „რენო“ გამოიყენებს და მეორეს - მისი პარტნიორი „რედ ბული“.

ეს კი პრობლემაა „რედ ბულისთვის“, რადგან ამ გუნდს ორი თანაბარი შესაძლებლობის პილოტი ჰყავს, „რენოში“ კი გამოკვეთილი ლიდერი კევინ მაგნუსენია და ახალ ძრავსაც ის მიიღებს. დიდი ალბათობით, „რედ ბული“ ახალ ძრავს დანიელ რიკიარდოს ბოლიდზე დააყენებს, ჯოლიონ პალმერს (რენო) და მაქს ფერსტაპენს, რომელმაც „რედ ბულში“ თავისი სადებიუტო რბოლა გამარჯვებით დააგვირგვინა, მონრეალამდე მოუწევთ ცდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169496