კალათბურთი

13:54 | 25.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

იბაკამ გასოლს გადაასწრო

“ოკლაჰომას” ერთ-ერთმა ლიდერმა სერჟ იბაკამ “გოლდენ სტეიტთან” (118:94) მოგებულ შეხვედრაში ორი ბლოკ-შოტი გააკეთა, რითაც ნბა-ს პლეი-ოფებში გაკეთებული ბლოკებით ესპანელ პო გასოლს გადაასწრო. იბაკას 218 ბლოკ-შოტი აქვს, ხოლო გასოლს 217. ამ მაჩვენებლით სერჟი მე-17 ადგილზე იმყოფება.

ნბას პლეი-ოფებში ყველაზე მეტი ბლოკ-შოტი ტიმ დანკანს აქვს გაკეთებული – 568.

თეგებისერჟ იბაკა
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097389