ქალაქ ალმატიში მიმდინარე ყაზახეთის თასის ღია ჩემპიონატზე ქართველმა მძლეოსნებმა ლაშა თორღვაიძემ (სამმაგი ხტომა) და ბენიკ აბრამიანმა (ბირთვის კვრა) წარმატებით იასპარეზეს და რიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვეს.
ლაშა თორღვაიძე 16.87 მეტრზე გადახტა, ხოლო ბენიკ აბრამიანმა ბირთვი 20.54 მეტრზე ისროლა, რაც საკმარისი გამოდგა სალიცენზიო ნორმატივის შესასრულებლად. ამას გარდა მათ ტურნირზე ოქროს მედლებიც დაისაკუთრეს.
საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის ანგარიშზე ამ ეტაპზე „რიო 2016“-ის 4 ლიცენზიაა. მარათონელმა დავით ხარაზიშვილმა და სიგრძეზე მხტომელმა ბაჩანა ხორავამ ოლიმპიური თამაშების საგზური რამდენიმე თვის წინ გაინაღდეს.







