კალათბურთი

22:28 | 25.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

,,მაკაბი’’ ბრინჯაოს მედლის მფლობელია

დასასრულს მიუახლოვდა საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ვაჟ კალათბურთელთა შორის. პლეი-ოფის ნახევარფინალში ხელმოცარული ,,ვითა“ და ,,მაკაბი“ ბრინჯაოს მედლისათვის ბრძოლაზე გადაერთნენ. ფავორიტად ,,ვითა“ ითვლებოდა, რადგან მან რეგულარულ ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა და მეოთხე ადგილზე გასულ ,,მაკაბის“ დიდი სხვაობით გაუსწრო.
როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა ,,ვითას“ უპირატესობით დაიწყო, რომელმაც პირველი ტაიმი 5 ქულის სხვაობით - 43:38 მოიგო. მეორე ტაიმში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი მესამე მეოთხედში გადაწყდა, რომელშიც ,,მაკაბიმ“ 26:14 იმარჯვა. დარჩენილ დროში ,,მაკაბიმ“ არა მარტო შეინარჩუნა მოპოვებული უპირატესობა, არამედ კიდევ უფრო გაზარდა ანგარიშში სხვაობა, 84:75 გაიმარჯვა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
მაკაბელთა გამარჯვებაში გამორჩეული წვლილი გიგი მელაძემ და თორნიკე გოგელაშვილმა შეიტანეს. გიგი 26 ქულით მატჩის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ხოლო თორნიკემ 22 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.
ვითელთა შორის 19 ქულით ყველაზე შედეგიანი რატი ნუცუბიძე იყო. ორმაგი დუბლი მიითვალეს გიორგი კორსანტიამ (16 ქულა, 15 მოხსნა) და ლუკა გიორგაძემ (11 ქულა, 13 მოხსნა).
,,ვითა“-,,მაკაბი“ 75:84 (23:20, 20:18, 14:26, 18:20)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092494