ინგლისის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" თავდამსხელმა დანიელ სტარიჯმა შესაძლოა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი გამოტოვოს. როგორც Daily Mail-ი იუწყება, 26 წლის ფეხბურთელმა ვარჯიშზე მუხლის ტრავმა მიიღო.
ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი ხნით მოუწევს ფეხბურთელს მკურნალობა. ინგლისური გამოცემის ცნობით, თავდამსხმელი 27 მაისს, ავსტრალიასთან გასამართ ამხანაგურ მატჩს გამოტოვებს და შესაძლოა ევრო 2016-ის მიღმაც აღმოჩნდეს.
აწ უკვე გასულ სეზონში სტარიჯმა 25 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 13 გოლი და თანაგუნდელებს ორჯერ გაატანინა.







