ფეხბურთი

21:14 | 26.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალი" მორატას შესაძენად 28 მილიონ გირვანქას გამოყოფს

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა ალვარო მორატამ შესაძლოა კარიერა ლონდონის "არსენალში" გააგრძელოს. როგორც The Sun-ი იუწყება, ინგლისელები მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ 28 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადონ.

ჯერჯერობით უცნობია, სურს თუ არა მორატას პრემიერლიგაში თამაში. "მეთოფეები" გასულ სეზონში თავდასხმის ხაზის შედეგით უკმაყოფილოები არიან და ძლიერი თავდამსხმელის ძიებაში არიან.

გასულ სეზონში ალვარომ 47 მატჩი ჩაატარა და თავი 12-12 გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ტრანსფერმარკტ-ის მონაცემებით, ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონ ევროდაა შეფასებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088012