ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა შემტევმა დირ კიუიტმა "ფეიენოორდთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა. როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 35 წლის მოთამაშე გუნდში მომდევნო სეზონის ბოლომდე ითამაშებს.
ჰოლანდიელი "ფეიენოორდს" გასული წლის ზაფხულში "ფენერბაჰჩედან" შეუერთდა. 2015/16 წლების სეზონში შემტევმა 38 მატჩში 23 გოლი გაიტანა და 5 საგოლე ადაცემა შეასრულა. კიუიტი გუნდს გასული სეზონში ჰოლანდიის თასის მოგებაში დაეხმარა.







