ფეხბურთი

21:59 | 3.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

1/4-ფინალში ჩილე და განა ითამაშებენ

მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე კიდევ 2 მეოთხედფინალისტი გამოვლინდა. ესენი არიან განა და ჩილე, რომლებმაც პორტუგალიასა და ხორვატიას სძლიეს.

განასთან გამართულ შეხვედრაში, პორტუგალია ფავორიტად ითვლებოდა. პირველი ტაიმის წაგების მიუხედავად, ედგარ იეს გოლისა და შედეგიანი გადაცემის წყალობით, პორტუგალიელებმა ანგარიშში დაწინაურება მოახერხეს. თუმცა, ედგარ ბორგეშის გუნდმა, შეხვედრის მიწურულს, კიდევ 2-ჯერ გაუშვა და ტურნირი ნაადრევად დაასრულა. არადა, თამაში ისე დაიწყო, აფრიკელთა წაგება გარდაუვლად მოგეჩვენებოდათ, მაგრამ პორტუგალიელები საწყის წუთებში ძალიან ხელსაყრელი მომენტების გამოუყენებლობის გამო დაისაჯნენ.

კიდევ ერთი ევროპული გუნდი, რომელიც ასპარეზობას გამოეთშა, ხორვატიაა. დინკო იელიჩიჩის შეგირდები ჩილესთან დამარცხდნენ. სამხრეთ ამერიკელებმა ბურთები შეხვედრის ბოლო 10 წუთში გაიტანეს. ანგარიში კასტილიომ ძალიან ლამაზი გოლით გახსნა. მეტოქის კარისკენ ზურგით მდგომმა ჩილელმა ხორვატები ეფექტური თავურით დაამწუხრა. ოთხ წუთში, შიმუნოვიჩმა საკუთარ მეკარეს აუღებელი დაურტყა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

ჩილე და განა, 1/4-ფინალში, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ბოლო წყვილი დღეს, ერაყი-პარაგვაისა და კოლუმბია-სამხრეთ კორეის მატჩებში გაირკვევა.

 

ხორვატია-ჩილე 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 კასტილიო (81), 0:2 შიმუნოვიჩი (85, ს.კ.).

 

პორტუგალია-განა 2:3 (0:1)

გოლები: 0:1 აშია (19), 1:1 ტიაგუ ფერერირა (71), 2:1 ედგარ იე (73), 2:2 ანაბა (79), 2:3 ბოაკი (85).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097248