ფეხბურთი

23:16 | 4.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიამ უნგრეთი დაამარცხა (VIDEO)
გერმანია - უნგრეთი 2:0. ამხანაგური მატჩი

გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა "ველტინს-არენაზე" უნგრეთის გუნდი ამხანაგურ მატჩში 2:0 დაამარცხა. სტუმართაგან ავტოგოლი ადამ ლენგმა 39-ე წუთზე მიითვალა. 63-ე წუთზე კი თომას მიულერმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. აღნიშნული შეხვედრით, მეტოქეები ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპს მორჩნენ და საფრანგეთში გაემგზავრებიან.

ევრო 2016-ის ჯგუფურ ეტაპზე იოახიმ ლიოვის შეგირდები პოლონეთის, ჩრდილოეთ ირლანდიის და უკრაინის გუნდებს დაუპირისპირდებიან, უნგრეთი კი ავსტრიას, ისლანდიას და პორტუგალიას შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095103