სხვა

14:53 | 5.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ნაბიჯი გაგადგმულია, დანარჩენი აგვისტოში გადაწყდება

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა საბჭომ მხარი დაუჭირა "ტოკიო-2020"-ის საორგანიზაციო კომიტეტის წინადადებას 32-ე ოლიმპიური თამაშების პროგრამაში დამატებით სპორტის 5 სახეობის შეტანის თაობაზე.

თუ აღმასრულებელი საბჭოს ამ რეკომენდაციას 2016 წლის აგვისტოში რიო დე ჟანეიროში გასამართი სოკ-ის 129-ე სესიის დელეგატებიც დაეთანხმებიან, ეს იქნება ოლიმპიური პროგრამის ყველზე მასშტაბური ევოლუცია თანამედროვე ისტორიაში.

ბეისბოლი/სოფტბოლი, კარატე, კლდეზე სპორტული ცოცვა, სკეიტბორდინგი და სერფინგი – დიდი ალბათობით, ამ სახეობებს 2020 წლის ოლიმპიადაზე ვიხილავთ. სოკ-ის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე ხაზი გაუსვეს რეკომენდებული სახეობების კრეატიულობას და მზარდ პოპულარობას ახალგაზრდებში, მათ შორის – იაპონიაში, ასევე იმას, რომ ამ ხუთეულში გაერთიანდა გუნდური და ინდივიდუალური, ტრადიციული და შედარებით ახალი, ვაჟთა და ქალთა დისციპლინები.

აღმასრულებელი საბჭოს ეს გადაწყვეტილება ნაწილია სოკ-ის სტრატეგიული გეგმისა, რომელიც გულისხმობს ოლიმპიური თამაშების პროგრამის მოდერნიზაციას, ინოვაციური პროექტების სტიმულირებას და თამაშების მასპინძელი ქვეყნის ინიციატივის წახალისებას.

სეო-კის სესიაზე ახალი მოდელის დამტკიცების შემთხვევაში, 2020 წელს ოლიმპიელთა რიგებს შეემატება 474 სპორტსმენი და დამატებით გათამაშდება მედლების 18 კომპლექტი. ეს ცვლილებები არანაირად არ შეეხება 28 ძირითად ოლიმპიურ სახეობას, თანაც, შემდგომი ოლიმპიადის მასპინძელს არ დაეკისრება ვალდებულება თამაშების პროგრამაში შეინარჩუნოს ახალდამატებული დისციპლინები.

გამოცხადდა, რომ ბეისბოლსა (კაცები) და სოფტბოლში (ქალები) 6-6 გუნდი გამოვა, კარატე 60 სპორტსმენით (6 კუმიტე, 2 კატა) იქნება წარმოდგენილი, 40-40 სპორტსმენით – კლდეზე სპორტული ცოცვა, სკეიტბორდინგი და სერფინგი. ეს სახეობები არ მიიღებენ წილს "ტოკიო-2020"-ის შემოსავლებიდან და ისინი განაწილდება მხოლოდ 28 ძირითად სახეობას შორის.

www.geonoc.org.ge

თეგებიტოკიო-2020
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.139227