ფეხბურთი

11:27 | 5.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

გერერო პერუს ისტორიაში შევიდა, ბრაზილიამ ვერ მოიგო (+VIDEO)

კოპა ამერიკის საიუბილეო ტურნირის მეორე სათამაშო დღეს სამი მატჩი გაიმართა და მხოლოდ ერთი გოლი გავიდა. პერუმ ჰაიტი პაოლო გერეროს გოლის წყალობით დაამარცხა (VIDEO) და B ჯგუფში გალიდერდა. "ფლამენგოს" თავდამსხმელი 27 გოლით პერუს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. გერერომ ტეოფილო კუბილიასის შედეგი გააუმჯობესა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც პაოლო აღიარეს.

კოსტა რიკასა და პარაგვაის მატჩში (VIDEO) მომენტები იყო, თუმცა გუნდებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კი "ლანუსის" მცველი გუსტავო გომესი დაასახელეს.

ასევე უგოლო ფრედ დასრულდა ბრაზილიასა და ეკვადორის მატჩი (VIDEO). რიოს ოლიმპიადაზე ნეიმარი ითამაშებს, შედეგად "სელესაო" ლიდერის გარეშე ასპარეზობს. "ბარსელონას" შემტევი მატჩს ლუის ჰამილტონთან და ჯასტინ ბიბერთან ერთად უყურებდა. აღნიშნულ შეხვედრაში საუკეთესოდ დაასახელეს ეკვადორის მეკარე ესტებან დრეერი, რომელმაც ორჯერ გადაარჩინა საკუთარი გუნდი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162297