ჟოზე მოურინიომ “მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელის რანგში პირველი ტრანსფერი გაჩარხა. “წითელი ეშმაკების” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, “ვილიარეალის” აწ უკვე ყოფილი მცველი ერიკ ბაილი “ოლდ ტრაფორდზე” ითამაშებს.
22 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო “ყვითელმა წყალქვეშა ნავებმა” მის სანაცვლოდ 38 მილიონი ევრო მიიღეს.
ბაილიმ გასულ სეზონში 35 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.






