ფეხბურთი

10:37 | 10.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნოდარ ახალკაცის ფესტივალი: ორ ასაკში “საბურთალო” გაჩემპიონდა, ერთში – “დინამო”

დასრულდა ნოდარ ახალკაცის სახელობის ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად იმართება და უკვე მეცხრედ ჩატარდა. ტურნირი სამ ასაკობრივ ჯგუფშია და ამჯერად, 2005, 2006 და 2007 წელს დაბადებულთა შორის შედგა. საერთაშორისო სახეც ჰქონდა, რადგან ჩამოსულნი იყვნენ ვლადიკავკაზის “იუნოსტი” და “ბარსი”, ერევნის “ვაჩიკი”.

სამი ასაკიდან, ორში ჩემპიონი გახდა “საბურთალო”, ხოლო ერთში – “დინამოს აკადემია”

2005 წელს დაბადებულებში “დინამო” გახდა პირველი, რომელმაც ფინალში პენალტების სერიაში სძლია ხაშურის “ივერიას”. ძირითადი დრო 2:2 დასრულდა. დინამოელთა ამ ასაკის გუნდს ოთარ გაგნიძე წვრთნის.

2006 წელს დაბადებულების ფინალში “საბურთალომ” 2:0 მოუგო “დინამოს”. საბურთალოელთა ამ ასაკის გუნდს მიხეილ მოსიაშვილი წვრთნის. სხვათაშორის, ამ ასაკშიც და 2005 წელს დაბადებულებშიც, მესამე ადგილი ვლადიკავკაზელებს ერგოთ.

2007 წელს დაბადებულებშიც “საბურთალო” გაჩემპიონდა. ფინალში მათ 2:1 სძლიეს “დინამოს”. მესამეზე კი ხაშურის “ივერია” გავიდა.

ფესტივალს ესწრებოდნენ და დაჯილდოვებაში მონაწილეობა მიიღეს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა - პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ. ასევე, ნორჩ ფეხბურთელებს სხვადასხვა საჩუქრები ვეტერანმა დინამოელებმა - ოთარ გაბელიამ და ალექსანდრე ჩივაძემ გადასცეს. ფესტივალი თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ჩატარდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.110766