ფეხბურთი

15:37 | 10.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

“საბურთალოს” 13-წლამდელები ნალჩიკიდან ჩემპიონობით დაბრუნდნენ

„საბურთალოს“ 2003 წელს დაბადებულთა გუნდი ნალჩიკში ალექსანდრ აფშევის (თბილისის “დინამოს” ყოფილი მცველი) ხსოვნის საერთაშორისო ტურნირზე ჩემპიონი გახდა. თბილისელებმა ფინალში მახაჩყალის “ანჟის” თანატოლებს პენალტების სერიაში მოუგეს. ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.

“საბურთალო” გიორგი კვერნაძემ დააწინაურა, თუმცა დაღესტნელებმა მეორე ტაიმში გაათანაბრეს ანგარიში. საბოლოოდ უძლიერესი პენალტებმა გამოავლინა, სადაც საბურთალოელებმა იმარჯვეს: გადამწყვეტ ეპიზოდში ორი პენალტი მეკარე ლუკა ხარატიშვილმა მოიგერია. თურნირზე, რომელიც 10-გუნდიანი იყო, ქართველებთან ერთად აზერბაიჯანელი და რუსი ფეხბურთელები ასპარეზობდნენ.

ტურნირის საუკეთესო ნახევარმცველად ლუკა სულხანიშვილი დაასახელეს, საუკეთესო ფეხბურთელი კი თემურ ვაზაგაშვილი გახდა. რაც შეეხება ტურნირის საუკეთესო მწვრთნელს, “საბურთალოს” თავკაცი ვალერი გაგუა გახდა.

“საბურთალოს” ამ ასაკის გუნდმა წლეულს საქართველოში მერიის თასი და ასევე, თურქეთის საერთაშორისო ტურნირი მოიგო, ნალჩიკში კი მესამე ტიტული მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096101