ფეხბურთი

21:14 | 11.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

“დეპორტივოს” გარიტანო გაწვრთნის

ბასკი სპეციალისტი გაისკა გარიტანო “დეპორტივოს” ახალი მთავარი მწვრთნელია. აღნიშნული ინფორმაცია გალისიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

40 წლის მწვრთნელმა ახალ კლუბთან ხელშეკრულება მომავალი სეზონის ბოლომდე გააფორმა.

გარიტანომ ყველაზე დიდ წარმატებას “ეიბარში” მიაღწია, რომელიც ლა ლიგაში გადაიყვანა. ის ბოლოს “ვალიადოლიდს” წვრთნიდა, რომელიც გასული წლის ოქტომბერში დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089878