ფეხბურთი

10:41 | 13.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაია აეკ-ის გარდა “ანჟისაც” სურდა

იყო ალბათობა, რომ თემურ ქეცბაია მახაჩყალის “ანჟის” მწვრთნელი გამხდარიყო. რუსული “სპორტ-ექსპრესის” ცნობით, “ანჟის” ხელმძღვანელობა 48 წლის ქართველ მწვრთნელთან მოლაპარაკებას აწარმოებდა, საბოლოოდ კი ქეცბაიამ ათენის აეკ-ს მიაშურა.

“ანჟიმ” რუსული პრემიერლიგის გასულ სეზონში მე-13 (ბოლოდან მეოთხე) ადგილი დაიკავა. მახაჩყალის კლუბმა ფლეი ოფში “ვოლგარი” დაამარცხა და ასე შეინარჩუნა ადგილი ზედა ლიგაში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098692