“ვილიარეალის” ნახევარმცველს, ბრუნო სორიანოს, ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში, ტრავმირებული სესკ ფაბრეგასის ნაცვლად უხმეს.
როდესაც ვისენტე დელ ბოსკემ ფაბრეგასი ნაკრებში გამოიძახა, უკვე ცნობილი იყო, რომ “ჩელსის” შუახაზელს ტრავმა აწუხებდა. 27 წლის ნახევარმცველი ესპანელმა ექიმებმა შეამოწმეს და მას კლუბში დაბრუნების უფლება მისცეს.
ფაბრეგასის ნაცვლად “ფურია როხაში” “ვილირეალის” 30 წლის ნახევარმცველს, ბრუნო სორიანოს უხმეს, რომელსაც ეროვნულ გუნდში 4-ჯერ უთამაშია.





