ფეხბურთი

20:51 | 18.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსმა" კოლუმბიელი თავდამსხმელი დაიმატა

"დეპორტივო კალის" აწ უკვე ყოფილი 19 წლის თავდამსხმელი მატეო კასიერა კარიერას ამსტერდამის "აიაქსში" გააგრძელებს. როგორც ჰოლანდიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, სამხრეთამერიკელმა ახალ გუნდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შემტევმა კოლუმბიური კლუბის მთავარ გუნდში 2015 წელს დააწინაურეს. მას შემდეგ ფეხბურთელმა 41 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. "აიაქსმა" ფეხბურთელის სანაცვლოდ 5.7 მილიონი ევრო გადაიხადა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.173786