ფეხბურთი

0:23 | 19.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვარდიმ "არსენალი" ჯერ ვერ გადაწყვიტა

ინგლისის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ჯეიმი ვარდიმ პრესკონფერენციაზე ლონდონის "არსენალში" ტრანსფერის შესახებ კომენტარი არ გააკეთა და აღნიშნა, ჯერჯერობით მხოლოდ ნაკრების თამაშებზე ვარ კონცენტრირებულიო.

"ჯერჯერობით ახალი არაფერია. მთლიანად ნაკრებზე ვარ ფოკუსირებული. აქ იმისთვის ვართ, რომ ინგლისი კარგად წარმოვაჩინოთ და მხოლოდ ამაზე ვფიქრობ." ციტირებს Mირრორ-ი ვარდის სიტყვებს.

ჯეიმიმ აგრეთვე დაადასტურა, რომ როი ჰოჯსონტან სატრანსფერო სპეკულაციების შესახებ არ უსაუბრია. "ლესტერის" ვიცე-პრეზიდენტი აიავატ შრივადჰანაპრაბიამ კი აღნიშნა, ახალ ამბავს ტრანსფერის შესახებ მალე გავიგებთ და ვფიქრობ ჯეიმი "მელიებს" არ დატოვებსო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.157542