20 ივნისს ნიონში ევროტურნირების პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა გაიმართება. როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგგაზე გამოდის თბილისის “დინამო”, ხოლო ევროპის ლიგაზე – “სამტრედია”, “დილა” და “ჩიხურა”.
ჩემპიონთა ლიგის წილისყრა 14:00 საათზე დაიწყება, ხოლო ევროპის ლიგისა 16:30 საათზე.
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე “დინამო” განთესილი იქნება:
8 გუნდი, ყველაზე დაბალრეიტინგიანი ქვეყნებიდან, პირველ ეტაპზე ითამაშებს: ნიუ საინტსი (უელსი), ვალეტა (მალტა), ფლორა (ესტონეთი), სანტა კოლომა (ანდორა), ტორსჰავნი (ფარერები), ლინკოლნი (გიბრალტარი), ალაშკერტი (სომხეთი), ტრი პენე (სან მარინო). შესაძლოა, “დინამოს” სწორედ ამ რვა გუნდიდან ერთ-ერთი ერგოს მეტოქედ მეორე საკვალიფიკაციოზე, მაგრამ ეს ვერ იქნება “ნიუ საინტსი”, რომელიც კოეფიციენტებით მეორე ეტაპზე განთესილთა შორის მოხვდება.
მათ გარდა, სავარაუდო მეტოქეები არიან: დუდელანჟი (ლუქსემბურგი), ჟალგირისი (ლიტვა), ჰაპოელ ბეერ შევა (ისრაელი), ოლიმპია (სლოვენია), ვარდარი (მაკედონია), ნიორჩოპინგი (შვედეთი), ფერენცვაროში (უნგრეთი), კრუზეიდერსი (ჩრდ. ირლანდია), ზრინსკი (ბოსნია), დანდალკი (ირლანდია), მლადოსტ პოდგორიცა (მონტენეგრო), სეინოოკი (ფინეთი), პარტიზანი ტირანა (ალბანეთი), ლიეპაია (ლატვია).
აქვე, ის გუნდები, რომლებიც მეორე ეტაპზე განთესილები არიან და ისინი “დინამოს” ვერ შეხვდებიან: ზალცბურგი (ავსტრია), სელტიკი (შოტლანდია), აპოელ (კვიპროსი), ბატე (ბელარუსი),ლეგია (პოლონეთი), დინამო ზაგრები (ხორვატია), ლუდოგორეცი (ბულგარეთი), კოპენჰაგენი (დანია), ყარაბაღი (აზერბაიჯანი), რუსენბორგი (ნორვეგია), ასტანა (ყაზახეთი), შერიფი (მოლდოვა), ცრვენა ზვეზდა (სერბეთი), ჰაფნარფიორდური (ისლანდია), ტრენჩინი (სლოვაკეთი).
მესამე საკვალიფიკაციოზე სამი გუნდი დაემატება, რომლებიც პირველ-მეორეზე თავისუფლები არიან მაღალი რეიტინგის გამო: ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი), ასტრა (რუმინეთი) და პლზენი (ჩეხეთი).
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 12/13 ივნისსა და 19/20 ივნისს გაიმართება, მესამე საკვალიფიკაციოსი – 26/27 ივნისსა და 2/3 ივლისს.
ევროპის ლიგა. პირველი ეტაპიდან დაიწყებს 96 გუნდი, მათ შორის, სამივე ქართული: გორის “დილა”, “სამტრედია” და “ჩიხურა”. ანუ, 48 წყვილი იქნება და “დილა” კოეფიციენტების მიხედვით განთესილთა შორისაა, ხოლო “ჩიხურა” და”სამტრედია” – განუთესავებში.
“დილას” სავარაუდო მეტოქეები: ორდაბასი (ყაზახეთი), ფოლა ეში (ლუქსემბურგი), კლიფტონვილი (ჩრდ.ირლანდია), რუდარი (ჩერნოგორია), ჰბ (ფარერები), გორიცა (შლოვენია), შირაქი (სომხეთი), ბუდუჩნოსტი (ჩერნოგორია), ქიაფაზი (აზერბაიჯანი), ბირკირკარა (მალტა), შკენდია (ალბანეთი), ვიკინგური (ფარერები), სლავია სოფია (ბულგარეთი), მტკ (უნგრეთი), ჰიბერნიანსი (მალტა), სპარტაკ მიჟავა (სლოვაკეთი), სუდუვა (ლიტვა), ჟენესი (ლუქსემბურგი), როპს (ფინეთი), იელგავა (ლატვია), ტეუტა (ალბანეთი), ზარია ბელცი (მოლდოვა), ვალიური (ისლანდია), მარიეჰამნი (ფინეთი), ლუზიტანოსი (ანდორა), ატლანტასი (ლიტვა), იურმალა (ლატვია), პარტიზანი ტირანა (ალბანეთი), ბანანცი (სომხეთი), რუნავიკი (ფარერები), ტრაკაი (ლიტვა), რადნიკი (ბოსნია), სლობოდა (ბოსნია), გლენავონი (ჩრდ.ირლანდია), კორკ სიტი (ირლანდია), ფიორიტა (სან მარინო), ბალა თაუნი (უელსი), სილექსი (მაკედონია), სანტა კოლომა (ანდორა), ბოკელი (ალბანეთი), ბალცანი (მალტა), ინფონეტი (ესტონეთი), ფოლგორე (სან მარინო), ფკ ევროპა (გიბრალტარი), ლიანდუდნო (უელსი), კონა ნოუმედსი (უელსი).
“სამტრედიასა” და “ჩიხურას” სავარაუდო მეტოქეები: მაკაბი თელ ავივი (ისრაელი), მიდტიულანდი (დანია), ჰიკ (ფინეთი), დინამო მინსკი (ბელარუსი), ომონია (კვიპროსი), ნეფთჩი (აზერბაიჯანი), აეკ ლარნაკა (კვიპროსი), აიკ (შვედეთი), სლოვანი (სლოვაკეთი), ვიდეოტონი (უნგრეთი), აქტობე (ყაზახეთი), ვოივოდინა (სერბეთი), შახტიორ სოლიგორსკი (ბელარუსი), სპარტაკ ტრნავა (სლოვაკეთი), ბრონდბიუ (დანია), გიოტებორგი (შვედეთი), დებრეცენი (უნგრეთი), ჰართსი (შოტლანდია), ვენტსპილსი (ლატვია), ადმირა ვაკერი (ავსტრია), ლოკომოტივა (ხორვატია), რეიკიავიკი (ისლანდია), აბერდინი(შოტლანდია), ოდ გრენლანდი (ნორვეგია), გაბალა (აზერბაიჯანი), რაბოტნიჩკი (მაკედონია), ვადუცი (ლიხტენშტაინი), ქაირათი (ყაზახეთი), დიფერდენჟი (ლუქსემბურგი), შემროკ როვერსი (ირლანდია), სენტ პატრიქსი (ირლანდია), ზაგლებიე (პოლონეთი), კრაკოვია (პოლონეთი), ლინფილდი (ჩრდ.ირლანდია), დაჩია (მოლდოვა), ბეითარი (ისრაელი), კუკეში (ალბანეთი), სტაბეკი (ნორვეგია), ჩუკარიკჩი (სერბეთი), ლევადია (ესტონეთი), ნიმე კალიუ (ესტონეთი), პიუნიკი (სომხეთი), ზიმბრუ (მოლდოვა), ბრეიდაბლიკი (ისლანდია), შიროკი ბრიგი (ბოსნია), ბეროე (ბულგარეთი), დომჟალე (სლოვენია). N
პირველი საკვალიფიკაციოს მატჩები 30 ივნისსა და 7 ივლისს გაიმართება. მეორე ეტაპისა კი – 14 და 21 ივლისს. 4 ეტაპი უნდა გადალახო, რათა ჯგუფურ ეტაპზე მოხვდე.
რაც ევროპის ლიგა შეიქმნა, ქართული კლუბები მისულან ჯგუფის ზღვარზე და ბოლო, მეოთხე ეტაპის გადალახვა ვეღარ მოახერხეს. ორჯერ გორის “დილას” დაემართა ასე, ორჯერ თბილისის “დინამოს”, ერთხელ კი “ზესტაფონს”. გორელები ჯერ პორტუგალიის “მარიტიმუმ” (2012), მერე კი ვენის “რაპიდმა” (2013) შეაჩერა. რაც შეეხება “დინამოს”, 2011 წელს გავარდა ათენის აეკ-თან, ხოლო 2013-ში “ტოტენჰემთან” – მაშინ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოდან გადაერთვნენ დინამოელები.
“ზესტაფონიც” ასევე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოდან გადაერთო ევროპის ლიგაზე 2011 წელს და გავარდა ბელგიის “ბრიუგესთან”.
იმედია, შარშანდელივით სეზონი არ იქნება ქართული კლუბებისთვის. ყველანი ისე გავარდნენ, ერთი ეტაპი ვერ გადალახეს.









